Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

გივი დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ქალაქ ჩენგდუში იმყოფებოდა

Дата публикации: 15-06-2026 10:14:54

ვიზიტის მიზანს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალ საავიაციო მიმართულებებზე მოლაპარაკებების გამართვა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საჰაერო მიმოსვლის დინამიკა, ფრენების შემდგომი ზრდისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა ერთ-ერთ წამყვან ჩინურ ავიაკომპანია Chengdu Airlines-თან, ასევე ქალაქ ჩენგდუს შუანგლიუსა ...

Основное содержимое страницы с новостью.

გივი დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიწვევით, ვიზიტით ქალაქ ჩენგდუში იმყოფებოდა

ვიზიტის მიზანს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალ საავიაციო მიმართულებებზე მოლაპარაკებების გამართვა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საჰაერო მიმოსვლის დინამიკა, ფრენების შემდგომი ზრდისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები შედგა ერთ-ერთ წამყვან ჩინურ ავიაკომპანია Chengdu Airlines-თან, ასევე ქალაქ ჩენგდუს შუანგლიუსა და ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორებთან.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ფრენების არეალის გაფართოების აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ ჩინურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების მზარდი დინამიკის, დარგის ძირითადი მიღწევებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მასპინძლების მხრიდან გამოითქვა მზაობა, აქტიურად იმუშაონ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტის დამატების საკითხზე.

სააგენტოს დელეგაციამ, გივი დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ქალაქ ჩენგდუში მოქმედ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის კვლევით ინსტიტუტსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის საფრენოსნო უნივერსიტეტში, ასევე გაეცნო ამ ორგანიზაციების ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო შესაძლებლობებს.

საჰაერო ხომალდების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია „COMAC“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების საჰაერო ფლოტის განვითარების ტენდენციები განიხილეს.

გაზიარება

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1თბილისსა და შანხაის შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება08.5214-07-2026
2ავიაციის სააგენტომ სააერნაოსნო მომსახურების სფეროში გამოყენებული მიწისზედა აღჭურვილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა04.3813-05-2026
3Авиакомпания Chengdu Airlines соединила Владивосток и Чанчунь0530-06-2026
4Из Владивостока запустили прямое авиасообщение с китайским городом Чаньчунь5730-06-2026
5სააგენტომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა06.8125-05-2026
6Шойгу прибыл с официальным визитом в Китай0018-10-2018
7Xinhua: визит председателя КНР в Россию будет поездкой дружбы, сотрудничества и мира0018-03-2023
8Руководство аэропорта Владивосток посетило «Конференцию по развитию авиационных маршрутов Китай-Россия» в Харбине0517-07-2026
915 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება0514-07-2026
10Глава МИД Китая в марте посетит Саудовскую Аравию, Турцию, Иран, ОАЭ, Бахрейн и Оман0022-03-2021

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 7.28. Источник: gcaa.ge.