საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი - თბილისი - ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ...
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი – თბილისი – ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს 1 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.