Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვიდეომიმართვაში ლაპარაკობს არჩევნების საჭიროებაზე

Дата публикации: 18-08-2026 20:51:34

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თანამოქალაქეებს მიმართა ვიდეოჩანაწერით, რომელშიც ლაპარაკობს ომის პერიოდის კორუფციაზე, ხელისუფლების სისტემურ კრიზისზე და აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა იპოვოს არჩევნების ჩატარების გზა, იქ შეჭრილი რუსეთის ძალების მიუხედავად. ფედოროვი თანამდებობიდან გასულ თვეში გადააყენა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ფედოროვის მიმართვა გავრცელდა 18 აგვისტოს, საღამოს - რამდენიმე საათში მას მერე, რაც კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად დაასახელა ევჰენ ხმარას კანდიდატურა. ხმარა უკვე ასრულებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას, ის უწინ უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. კენჭისყრა 19 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ფედოროვის განცხადებებმა შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა ზელენსკიზე - რომელსაც ძლიერი მხარდაჭერა აქვს მოქალაქეებში, თუმცა მისთვის პრობლემად რჩება კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები, ასევე კითხვები მის მოტივაციასთან მიმართებით, ახლახან განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების გამო.
ზელენსკი 2019 წელს აირჩიეს ხუთი წლის ვადით. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა, რის გამოც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და არჩევნები არ ჩატარებულა.
"დემოკრატია ვერ იქნება რუსეთის მძევალი. ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ გვსურს დავრჩეთ თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ. ამდენად, უნდა ვიპოვოთ კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც უკრაინაში შესაძლებელს გახდის სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის აღდგენას, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში" - ამბობს ფედოროვი.
"ეს რთულია" - განაგრძობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხმის მიცემის უფლება არმიისთვის, უცხოეთში მყოფი მილიონობით უკრაინელისთვის და ფრონტისპირა რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის. უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და შედეგისადმი ნდობა".
ფედოროვის აზრით, უკრაინაში მმართველობის სისტემური კრიზისია, ხოლო ომის პერიოდის კორუფცია არა უბრალოდ ფინანსური პრობლემა, არამედ "გადარჩენის და გამარჯვების" შესაძლებლობის საკითხია.
ზელენსკიმ ფედოროვი გაათავისუფლა კონფლიქტის ფონზე, რომელიც იყო ფედოროვსა და უკრაინის არმიის მთავარსარდალს, ოლექსანდრ სირსკის შორის. მოგვიანებით პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სირსკიც, და მის ნაცვლად დანიშნა მიხაილო დრაპატი.
გავრცელებული ცნობებით, პარლამენტში კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება. ხმარას კანდიდატურის გარდა, დეპუტატები კენჭს უყრიან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრი სიბიჰას ხელახალ დამტკიცებასაც. კენჭისყრის საჭიროება განაპირობა მთავრობის გადადგომამ - რაც, თავის მხრივ, ზელენსკიმ გამოიწვია, როცა 12 ივლისს გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო. ეს უკანასკნელი სერჰი კორეცკიმ შეცვალა.
სამთავრობო ცვლილებების ფონია უკრაინის ძალისხმევა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან, საჰაერო თავდაცვის რაკეტების სიმწირის პირობებში. ეს სირთულე ნაწილობრივ გამოიწვია ამერიკული წარმოების Patriot-ის ტიპის სისტემების აღჭურვილობის მიწოდების შემცირებამ, მას მერე, რაც თებერვალში დაუწყო ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი.

Основное содержимое страницы с новостью.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1უკრაინის კანონმდებლების განცხადებით, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრად ხმარას კანდიდატურა დაასახელა07.218-08-2026
2Zelensky feared ex-defense minister’s political rise – media014.7322-07-2026
3В мире: Уволить министра обороны Украины Зеленского заставили страх и жадность-2716-07-2026
4ზელენსკის სამხედრო რეორგანიზაცია: რატომ შეიცვალა სირსკი დრაპატით და რა როლი აქვთ ფედოროვსა და ხმარას? 05.0222-07-2026
5Economist заявил о кризисе правительства Украины после увольнения Федорова-5621-07-2026
6Zelensky dismisses another defense minister0515-07-2026
7Zelensky fired defense minister to tighten grip on power – opposition leader-5317-07-2026
8Die Zeit: Кадровые перестановки загнали Зеленского в политический тупик-5518-07-2026
9Дмитриев: Федоров бросил вызов Зеленскому09.2918-08-2026
10«Страна» заявила об угрозе «внутреннего фронта» для Зеленского на Украине08.5518-08-2026

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 9.31. Источник: www.radiotavisupleba.ge.