2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური დაძაბულობის მორიგი რაუნდი დაიწყო.
2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური დაძაბულობის მორიგი რაუნდი დაიწყო.
ბაქომ 17 აგვისტოს „ანტიაზერბაიჯანული განცხადებების“ გამო რუსეთის სამთავრობო მედიაში დასაქმებული სამ ადამიანზე ძებნა გამოაცხადა, რასაც იმავე დღეს მოსკოვის მხრიდან აზერბაიჯანული სათვისტომოს ხელმძღვანელის გაძევება მოჰყვა.
რუსეთის ელჩი საგარეოში დაიბარესმოგვიანებით, 18 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარეს რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი და მასთან შეხვედრისას „სერიოზული პროტესტი“ დააფიქსირეს.
საგარეო უწყების თანახმად, რუს დიპლომატთან გამოხატეს „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის საინფორმაციო სივრცეში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მისი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების“ გამო.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესაძლებლობების განხილვა და მისი ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდება მიუღებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
რამ გამოიწვია ბაქოს გაღიზიანება„კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც 2026 წლის 13 აგვისტოს, „Чистота понимания-ს“ პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემაში გაკეთდა“, - წერს საგარეო უწყება. ეს პროექტი მიჰყავს სემიონ ურალოვს, რომელზეც წინა დღით ძებნა გამოაცხადეს.
„გარდა ამისა, რუსულ მხარეს შეახსენეს 7 აგვისტოს "რადიო სპუტნიკში" გასული გადაცემა, სადაც გაკეთდა აბსურდული განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „რუსეთის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით... ასევე 16 აგვისტოს Spas TV არხზე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები“, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
„აღინიშნა, რომ მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის მიერ ზემოაღნიშნული საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული არაერთი მოწოდებისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ საკითხი სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე იქნა განხილული, მსგავსი რიტორიკის სულ უფრო მკაცრი ფორმით გაგრძელება სერიოზული შეშფოთების საგანია“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვისზე გამოაცხადა ბაქომ ძებნაწინა დღეს, 17 აგვისტოს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სამ რუს სამთავრობო ექსპერტსა და ჟურნალისტზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
რუსეთის ეს მოქალაქეები არიან:
როგორც პროკურატურამ განაცხადა, 2026 წლის 14 ივლისს მათ სემიონ ურალოვის იუტუბ-არხზე, გადაცემაში „Чистота понимания“, „გაისმა აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობილების იძულებით შეცვლის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დაშლისა და ეროვნული სიძულვილისა და მტრობის გაღვივების მოწოდება“.
17 აგვისტოსვე რუსეთიდან აზერბაიჯანში გააძევეს ბახტიარ ჰასანოვი, - მოსკოვში მოქმედი „აზერბაიჯანის ეროვნულ-კულტურული სათვისტომოს“ თავმჯდომარე.
ბაქო-მოსკოვის ურთიერთობებირუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2024 წლის ბოლოს - მას მერე, რაც კატასტროფა განიცადა "აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ჩამოაგდეს საზენიტო ცეცხლით, რუსეთის თავზე.
2026 წლის ზაფხულში მოსკოვის კრიტიკა გამოიწვია ბაქოს პოზიციამ უკრაინის ომთან დაკავშირებით.
13 ივლისს ყარაბაღიდან ალიევმა კვლავ გამოუცხადა უკრაინას მხარდაჭერა და განაცხადა: „არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა... აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.
6 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია და შეხვედრები გამართა უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | МИД РФ: Москва намерена наращивать с Баку в 2026 году контакты по всей повестке | 0 | 0 | 29-12-2025 |
| 2 | ომის ახალი ეტაპი? - რუსეთი მობილიზაციისთვის ემზადება | 0 | 8.56 | 15-07-2026 |
| 3 | Video: Baltijas valstu peldēšanas čempionāts. 1. dienas rīta sesija. Sacensību ieraksts | 0 | 8.71 | 08-03-2026 |
| 4 | Video: Baltijas valstu peldēšanas čempionāts. 2. dienas rīta sesija. Sacensību ieraksts | 0 | 8.71 | 08-03-2026 |
| 5 | В Баку началась встреча российской межведомственной делегации с президентом Азербайджана | 0 | 0 | 21-11-2020 |
| 6 | Video: Baltijas valstu peldēšanas čempionāts. 2. dienas vakara sesija. Sacensību ieraksts | 0 | 8.71 | 08-03-2026 |
| 7 | Video: Baltijas valstu peldēšanas čempionāts. 1. dienas vakara sesija. Sacensību ieraksts | 0 | 10.64 | 08-03-2026 |
| 8 | ფაშინიანი ამერიკელ კონგრესმენ ჰამადეს შეხვდა და TRIPP-ი განიხილა | 0 | 15.82 | 18-08-2026 |
| 9 | Лавров в Москве проведет переговоры с главой МИД Азербайджана | 0 | 0 | 22-12-2022 |
| 10 | Лавров в рамках визита в Баку встретится с президентом Азербайджана | 0 | 0 | 10-05-2021 |