Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის მრჩევლის პოზიცია „ამ ეტაპზე ვაკანტურია“

Дата публикации: 18-08-2026 09:32:00

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მისი მრჩევლის ადგილი „ამ ეტაპზე ვაკანტურია“.

Основное содержимое страницы с новостью.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მისი მრჩევლის ადგილი „ამ ეტაპზე ვაკანტურია“.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ქაჯაიამ „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.

მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ვებგვერდზე ბრძანება გამოქვეყნებული არ არის.

ამ პერიოდში საიტზე 28 ნოემბრითა და 2 დეკემბრით დათარიღებული №319 და №321 ბრძანებებია განთავსებული. შესაძლოა, ქაჯაიას თანამდებობიდან წასვლა №320 ბრძანებით გაფორმდა.

კობახიძემ გიორგი ქაჯაია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად 2024 წლის 13 მარტს დანიშნა. მანამდე იგი რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.

2012-2024 წლებში რუსეთთან პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებდა. ის მოსკოვთან მოლაპარაკებებს ე.წ. „კარასინი-აბაშიძის“ ფორმატში მართავდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო - კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე06.618-08-2026
2„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“ - კობახიძე09.3818-08-2026
3 Kobakhidze refuses to call Russia Georgia’s ‘enemy’ while again blaming Saakashvili for 2008 War 011.0712-08-2026
4„სამარცხვინო დამოკიდებულება“: ირაკლი კობახიძემ კაია კალასის განცხადებას უპასუხა-5713-07-2026
5Кобахидзе: грузинская оппозиция стала русофобской по указке извне07.6604-08-2026
6Кобахидзе обещает сохранить прагматизм в отношениях с Россией0527-06-2026
7Кобахидзе назвал разжигание русофобии в Грузии атакой на суверенитет08.912-08-2026
8დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი0518-07-2026
9თეთრ სახლს შეიძლება ვიღაცამ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა - კობახიძე ანგარიშში საქართველოს მოხვედრაზე07.8418-08-2026
10Премьер Грузии объяснил невозможность восстановления дипотношений с Россией010.3711-08-2026

Классификация: Политика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5.34. Источник: www.radiotavisupleba.ge.