Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

რუსეთი ბრიტანეთს დაემუქრა უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო

Дата публикации: 18-08-2026 06:53:49

რუსეთმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა „უკრაინის კრიზისის ესკალაციაზე ფსონის შეგნებულად დადებაში“ და შედეგებით დაემუქრა.
თავის მხრივ, ლონდონი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას აპირებს.
მუქარის შემცველი განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში. ტექსტი მთავრდება სიტყვებით, რომ „რაც უფრო ღრმაა კონფლიქტში ჩართულობა და რაც უფრო მნიშვნელოვანი კიევის ტერორისტული მანქანის მხარდაჭერა, მით მაღალი იქნება ფასი“. რა შეიძლება იყოს ლონდონისთვის ეს „მაღალი" ფასი, საელჩოს არ დაუკონკრეტებია.
გასული კვირის ბოლოს ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უკრაინამ ორი ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებისთვის.BBC-ს წყაროს თანახმად, ბრიტანული უპილოტო აპარატებით დარტყმებმა რუსეთს მიაყენა 35 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ზარალი.ლონდონის რეაქცია მოსკოვის მუქარაზერუსეთის საელჩოს მუქარის შემცველი განცხადების შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ ლონდონი უკრაინის გვერდითაა და რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის სიმტკიცეში, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინას მიაწოდოს საშუალებებს პუტინის უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში, ბერლინში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ წელს ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის სულ მცირე 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს.


Основное содержимое страницы с новостью.

რუსეთმა უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა „უკრაინის კრიზისის ესკალაციაზე ფსონის შეგნებულად დადებაში“ და შედეგებით დაემუქრა.

თავის მხრივ, ლონდონი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას აპირებს.

მუქარის შემცველი განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში. ტექსტი მთავრდება სიტყვებით, რომ „რაც უფრო ღრმაა კონფლიქტში ჩართულობა და რაც უფრო მნიშვნელოვანი კიევის ტერორისტული მანქანის მხარდაჭერა, მით მაღალი იქნება ფასი“. რა შეიძლება იყოს ლონდონისთვის ეს „მაღალი" ფასი, საელჩოს არ დაუკონკრეტებია.

  • გასული კვირის ბოლოს ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უკრაინამ ორი ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებისთვის.
  • BBC-ს წყაროს თანახმად, ბრიტანული უპილოტო აპარატებით დარტყმებმა რუსეთს მიაყენა 35 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ზარალი.
ლონდონის რეაქცია მოსკოვის მუქარაზე

რუსეთის საელჩოს მუქარის შემცველი განცხადების შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ს უთხრა, რომ ლონდონი უკრაინის გვერდითაა და რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის სიმტკიცეში, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინას მიაწოდოს საშუალებებს პუტინის უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად.

  • დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში, ბერლინში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ წელს ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის სულ მცირე 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Посольство: Лондон ответит за соучастие в преступлениях Киева04.8117-08-2026
2Посольство России назвало Лондон соучастником терактов Киева06.5617-08-2026
3Russia warns UK will ‘pay the price’ over drones used in Ukrainian strikes010.8717-08-2026
4Российские дипломаты предупредили Лондон о последствиях помощи Киеву09.8317-08-2026
5Лавров заявил о готовности считать Британию участником конфликта на Украине05.7418-08-2026
6Премьер Британии Бёрнем после предупреждения России пообещал стоять за Киев07.418-08-2026
7В посольстве России указали на курс Лондона на эскалацию на Украине04.3417-08-2026
8Премьер Британии Бернем пообещал продолжить поддержку Киева07.518-08-2026
9Посольство России: Британия выступает пособником украинских терактов06.6617-08-2026
10„კუნძულად იქცევა“ - საჰაერო განგაში, აფეთქებები, საწვავის დეფიციტი, დაკეტილი ხიდები და გზები ყირიმში08.2323-06-2026

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 8.08. Источник: www.radiotavisupleba.ge.