ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
https://sputnik-georgia.com/20260923/ukanono-nadirobis-shemtxvevebi-gamovlinda-300757896.html
ნადირობის სეზონი: 1 თვეში უკანონო ნადირობის 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
ნადირობის სეზონი: 1 თვეში უკანონო ნადირობის 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T22:00+0400
2026-09-23T22:00+0400
2026-09-23T22:00+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_0:477:2708:2000_1920x0_80_0_0_981bd0d00d0a3460d7485d854fcc7db2.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 646 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1-ელ მარტს დასრულდება. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
გამოწერა
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 646 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1-ელ მარტს დასრულდება.
ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს | 0 | 19.93 | 22-09-2026 |
| 2 | თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს | 0 | 16.25 | 24-09-2026 |
| 3 | Более 100 нарушений ПДД выявили в Марий Эл за три дня | 0 | 7.45 | 03-08-2026 |
| 4 | Полицейские изъяли в Москве с начала года более 600 кг наркотиков | 0 | 0 | 03-12-2018 |
| 5 | Свыше 6600 нарушений ПДД зафиксировано за день в Липецкой области | 0 | 14.54 | 04-08-2026 |
| 6 | В России количество хищений у дольщиков за год выросло в два раза | 0 | 0 | 03-03-2021 |
| 7 | В Москве привлекли к ответственности 150 водителей, публикующих нарушения в соцсетях | 0 | 0 | 06-12-2021 |
| 8 | Число летевших дронов в сторону Московского региона за день превысило 180 | 0 | 19.09 | 04-08-2026 |
| 9 | Более 610 тыс. случаев заражения коронавирусом выявлено в мире за сутки | 0 | 0 | 21-01-2021 |
| 10 | За сутки в мире выявили более 620 тыс. зараженных коронавирусом | 0 | 0 | 21-05-2021 |