წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
https://sputnik-georgia.com/20260923/kaxetshi-38000-tona-kurzenia-gadmushavebuli-300752511.html
„რთველი - 2026": კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
„რთველი - 2026": კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
Sputnik საქართველო
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. 23.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-23T20:00+0400
2026-09-23T20:00+0400
2026-09-23T20:00+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
რთველი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/0d/294530039_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_c4fbc8bd0c992acb01c3d230e622bc48.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 23 სექტემბრის მდგიმარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 ლოკაციაზე იბარებსюწლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს. მთავრობის მიერ 22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ყურძნის ჩასაბარებელ ფასებში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად:მაღალკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 20%-ზე მეტია, ფასი - 1,5 ლარი იქნება; 19%-ზე მეტი შაქრიანობის „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1,3 ლარი; არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა - 1 ლარი; 16%-დან 19%-მდე „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 90 თეთრი. ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი. ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება. 2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, რთველი , ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, რთველი , ახალი ამბები
გამოწერა
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 23 სექტემბრის მდგიმარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და სხვა მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20 ლოკაციაზე იბარებსю
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
მთავრობის მიერ 22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ყურძნის ჩასაბარებელ ფასებში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად:
მაღალკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 20%-ზე მეტია, ფასი - 1,5 ლარი იქნება; 19%-ზე მეტი შაქრიანობის „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1,3 ლარი; არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა - 1 ლარი; 16%-დან 19%-მდე „რქაწითელის" და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 90 თეთრი. ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | რთველი 2026: კახეთში 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული | 0 | 28.75 | 22-09-2026 |
| 2 | „რთველი 2026" : მთავრობამ ყურძნის შესასყისი ფასი დააკორექტირა | 0 | 13.85 | 22-09-2026 |
| 3 | ADB-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა | 0 | 15 | 23-09-2026 |
| 4 | Финансирование инвестпрограммы "Русгидро" в 2026 году планируется в объеме 390 млрд рублей | 0 | 0 | 18-12-2025 |
| 5 | Цхинвал, 2026 | 0 | 60 | 23-06-2026 |
| 6 | Расходы Соцфонда в 2026 году должны составить 18,7 трлн рублей | 0 | 0 | 29-09-2025 |
| 7 | ტყის აღდგენა: ქვემო ქართლში 24 ათასზე მეტი ნერგი დაირგო | 0 | 27.74 | 21-09-2026 |
| 8 | Силуанов: расходы бюджета России в 2026 году составят 44,1 трлн рублей | 0 | 0 | 24-09-2025 |
| 9 | МРОТ в 2026 году может вырасти до 27 093 рублей | 0 | 0 | 21-07-2025 |
| 10 | Минфин рассчитывает в 2026 году подкопить ресурсы ФНБ | 0 | 22.5 | 21-09-2026 |