Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

„თბილისობა 2026“: დედაქალაქი დღესასწაულს 5 სხვადასხვა ლოკაციაზე უმასპინძლებს

Дата публикации: 22-09-2026 12:00:00

2018 წლიდან „თბილისობა" ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260922/tbilisoba-3-da-4-oqtombers-gaimarteba-300730257.html

„თბილისობა 2026“: დედაქალაქი დღესასწაულს 5 სხვადასხვა ლოკაციაზე უმასპინძლებს

„თბილისობა 2026“: დედაქალაქი დღესასწაულს 5 სხვადასხვა ლოკაციაზე უმასპინძლებს

Sputnik საქართველო

2018 წლიდან „თბილისობა" ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება 22.09.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-09-22T16:00+0400

2026-09-22T16:00+0400

2026-09-22T16:00+0400

საქართველო

თბილისის მერია

თბილისობა

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/06/290213754_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5e5df8703fc26923001f1ff071d098c2.jpg

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. „თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბურად ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.გარდა ამისა, მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. „დღის განმავლობაში ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა. 2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/06/290213754_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_69fb15815d7a0aaab6f0f111497090c2.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, თბილისის მერია, თბილისობა, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, თბილისის მერია, თბილისობა, საზოგადოება, ახალი ამბები

გამოწერა

2018 წლიდან „თბილისობა" ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. „თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბურად ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

„აღნიშნულ ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე, ტრადიციულად, განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია

როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„დღის განმავლობაში ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1WFER Tbilisi - 2026: ყაველაშვილმა მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის მონაწილეებს მიმართა013.0622-09-2026
2Петербург планирует провести Дни города в Республике Сербской0015-10-2025
3Люберцы станут местом проведения Кубка России по тяжелой атлетике - 20260009-12-2025
4В столице пройдет фестиваль спорта "Кубок Мэра Москвы по триатлону "226"010.7830-07-2026
5קריקטורה יומית | 6 ביולי 20260005-07-2026
6Η Αυγουστιάτικη Πανσέληνος 2026 στο Μουσείο Ακρόπολης011.6324-07-2026
7Пекин 17-18 октября проведет "Чемпионат роботов-воинов - 2026"020.7423-09-2026
809 окт. ФЕСТИВАЛЬ НАУКА 0+ в г. Москва в 2026 г. 0501-07-2026
9ტყის აღდგენა: ქვემო ქართლში 24 ათასზე მეტი ნერგი დაირგო027.7421-09-2026
10«Мотаршоу-2026» перанеслі на май 2027 года026.6718-08-2026

Классификация: Партнеры. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 26.37. Источник: sputnik-georgia.com.