ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს
https://sputnik-georgia.com/20260920/saniolma-27-pexburteli-gamoizaxa-300694316.html
ფეხბურთი: საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
ფეხბურთი: საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
Sputnik საქართველო
ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს 20.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-20T19:00+0400
2026-09-20T19:00+0400
2026-09-20T19:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/10/262106441_0:0:1714:964_1920x0_80_0_0_240ba42b22f51cac57984c4a825fb0e2.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 21 სექტემბრიდან შეიკრიბება.ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს - მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ერთი დებიუტანტი, ავსტრიული „ვოლფსბერგის" ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილია.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა", საქართველო)დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა)ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა-სტრედა", სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ", საფრანგეთი)მატჩების განრიგი:სანიოლის თქმით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება - საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა.„წინა გათამაშებაში საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით და B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატება იყო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ელიტაში დაწინაურება გვსურს", - განაცხადა სანიოლმა. მისი თქმით, ერთა ლიგის ახალი ფორმატი გაართულებს მომზადებას, განსაკუთრებით პატარა გუნდებისთვის, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ შემადგენლობის როტაციისთვის.საკადრო პრობლემები და ახალი მოთამაშეებიმწვრთნელის თქმით, ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, იყვნენ ტრავმირებულები, ზოგიერთი მოედანს ახლა დაუბრუნდა და ჯერ ფორმაში არაა.კერძოდ, როგორც სანიოლმა აღნიშნა, ოთარ კიტეიშვილის სრულად ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. გიორგი ჩაკვეტაძეც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს და მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ის საჭირო ინტენსივობით შეძლებს თამაშს.ოთარ მამაგეიშვილის გამოძახებასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ფეხბურთელი 1,5 წლის წინაც განიხილებოდა ნაკრების კანდიდატად, თუმცა პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ იგი გარკვეულ პრობლემებს წააწყდა და პრაქტიკულად არ უთამაშია. ახლა კი მამაგეიშვილი ავსტრიაშია, უკვე თამაშობს და კარგ ფორმაშია. „ნიკა გაგნიძის არყოფნაში მისი გამოძახება დროული იყო. თუ ისიც მისი ძმის მსგავსი პროფესიონალია, ნაკრებში დიდი წარმატება ექნება", - განაცხადა სანიოლმა. ირაკლი აზაროვის ტრავმის გამო სამწვრთნელო შტაბი მის პოზიციაზე შენგელიას, ნარიმანიძისა და გიორბელიძის დამატების საკითხს განიხილავდა - ფეხბურთელების, რომელთაც სანაკრებო გამოცდილება გააჩნდა. თუმცა, საბოლოოდ, ახალგაზრდული ნაკრებიდან საბა ხარებაშვილის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
1920
1080
true
1920
1440
true
1920
1920
true
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
252
60
Sputnik საქართველო
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გამოწერა
ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში 21 სექტემბრიდან შეიკრიბება.
ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს - მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ერთი დებიუტანტი, ავსტრიული „ვოლფსბერგის" ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა", საქართველო)
დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი", საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა-სტრედა", სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ", საფრანგეთი)
მატჩების განრიგი:
25 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია;
28 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – უკრაინა;
2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი – საქართველო;
5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო.
სანიოლის თქმით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება - საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა.
„წინა გათამაშებაში საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით და B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატება იყო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ელიტაში დაწინაურება გვსურს", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ერთა ლიგის ახალი ფორმატი გაართულებს მომზადებას, განსაკუთრებით პატარა გუნდებისთვის, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ შემადგენლობის როტაციისთვის.
საკადრო პრობლემები და ახალი მოთამაშეები
მწვრთნელის თქმით, ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, იყვნენ ტრავმირებულები, ზოგიერთი მოედანს ახლა დაუბრუნდა და ჯერ ფორმაში არაა.
კერძოდ, როგორც სანიოლმა აღნიშნა, ოთარ კიტეიშვილის სრულად ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. გიორგი ჩაკვეტაძეც ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს და მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ის საჭირო ინტენსივობით შეძლებს თამაშს.
ოთარ მამაგეიშვილის გამოძახებასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ფეხბურთელი 1,5 წლის წინაც განიხილებოდა ნაკრების კანდიდატად, თუმცა პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ იგი გარკვეულ პრობლემებს წააწყდა და პრაქტიკულად არ უთამაშია. ახლა კი მამაგეიშვილი ავსტრიაშია, უკვე თამაშობს და კარგ ფორმაშია.
„ნიკა გაგნიძის არყოფნაში მისი გამოძახება დროული იყო. თუ ისიც მისი ძმის მსგავსი პროფესიონალია, ნაკრებში დიდი წარმატება ექნება", - განაცხადა სანიოლმა.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენასთან“ მოძრაობა შეიზღუდება | 0 | 10 | 23-09-2026 |
| 2 | დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება | 0 | 10 | 22-09-2026 |
| 3 | ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | 0 | 14.17 | 20-09-2026 |
| 4 | Захарян: сборная России по футболу мастеровитее соперников по группе Лиги наций | 0 | 0 | 28-12-2021 |
| 5 | Сборная России по футболу проведет гостевой товарищеский матч с командой Молдавии | 0 | 0 | 11-11-2020 |
| 6 | Кирьяков: матч с немцами будет для сборной России по футболу подготовительным | 0 | 0 | 14-11-2018 |
| 7 | Мостовой: матчи в Лиге наций будут хорошей тренировкой для сборной России по футболу | 0 | 0 | 03-03-2020 |
| 8 | Определились все участники плей-офф за право сыграть на ЧЕ-2020 по футболу | 0 | 0 | 20-11-2019 |
| 9 | Черчесов допускает, что сборная России по футболу может сыграть с двумя рослыми форвардами | 0 | 0 | 31-08-2020 |