Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

„ადრე თუ გვიან მიხვდებიან “: მაჭავარიანი საქართველოში ევრობიუროკრატების მარცხზე

Дата публикации: 07-10-2026 15:37:00

ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შავ ზღვასაც ნამდვილად ვესაზღვრებით, განაცხადა დეპუტატმა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261007/machavariani-saqartveloshi-evrobiurokratebis-marcxze-301036828.html

„ადრე თუ გვიან მიხვდებიან “: მაჭავარიანი საქართველოში ევრობიუროკრატების მარცხზე

„ადრე თუ გვიან მიხვდებიან “: მაჭავარიანი საქართველოში ევრობიუროკრატების მარცხზე

Sputnik საქართველო

ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შავ ზღვასაც ნამდვილად ვესაზღვრებით... 07.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-07T19:37+0400

2026-10-07T19:37+0400

2026-10-07T19:37+0400

საქართველო

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

ევროკავშირი

პოლიტიკა საქართველოში

საქართველოს პარლამენტი

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:319:960:859_1920x0_80_0_0_79f5156fea18e23ae58c4b6601da34fe.jpg

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ადრე თუ გვიან ეურობიუროკრატებს მოუწევთ იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში ღრმა კრიზისს განიცდის და ფაქტობრივად შეჩერებულია. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ, ევროკავშირმა ოფიციალურად გაყინა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, ასევე შეუჩერა ფინანსური დახმარება მთავრობას და გააუქმა მაღალი დონის შეხვედრები. იმ დროს, როდესაც ბრიუსელი თბილისს დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევაში ადანაშაულებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს გარე ზეწოლაზე, მის შიდა საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებზე, თუმცა, ამავდროულად აფიქსირებს მზადყოფნას, განაახლოს სრულფასოვანი დიალოგი „სუფთა ფურცლიდან“. მისი თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ საქართველოს „შუა დერეფნის" ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა და შავ ზღვასაც ნამდვილად ესაზღვრება. „დასხდებიან და ჩვენ დაგველაპარაკებიან! ჩვენ კი, ყველა დონეზე გაცხადებული გვაქვს, რომ მზად ვართ, დავივიწყოთ ამდენი უსამართლობა და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, -თქვა მაჭავარიანმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ევროკომისიის ბოლო კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო, პარლამენტის მიმართ ნდობის დონით, ევროპის ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა და მე-16 ადგილიდან დაწინაურდა. „რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთესო ხუთეულში გადავინაცვლეთ“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის გამოქვეყნებული ყველა კვლევითა და ინდექსით, რომელიც დემოკრატიის ხარისხს ეხება, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. მაჭავარიანის თქმით, ყოველივე ამის მიუხედავად, 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და რევოლუციების დაფინანსებით. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს თავად ბრიუსელს, მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ბრიუსელის მმართველი კლასი აცდენილია თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს და არ ემსახურება ევროპელი ხალხის ინტერესებს. როგორც აშშ-მ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, ბრიუსელი, თავისი დღევანდელი პოლიტიკით, ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს. გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც საქართველოს მიმართ დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ბრალდებები, ზუსტად იმ დღიდან იწყება, როდესაც რუსეთ-უკრაინის კრიზისი დაიწყო.„უფრო მეტიც - იწყება რევოლუციების ხელშეწყობა და დაფინანსება. ისინი ცდილობენ ნებისმიერი გზით ჩაანაცვლონ „ქართული ოცნება“ მათ მიერ მართული აგენტურით. მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე!“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.მაჭავარიანის ინფორმაციით, 2022-2025 წლებში იყო რევოლუციის სამი მცდელობა, რომელიც ასევე ბრიუსელისგან იყო მხარდაჭერილი და დაფინანსებული. გარდა ამისა, მისი თქმით, რევოლუციების მცდელობების პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე — ჩაიდინა უამრავი სხვა უსამართლო ქმედება და მიმართა სიცრუეს, დეზინფორმაციასა და საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას.საქართველო და ევროკავშირი ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა. კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. 2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

საქართველო

ევროკავშირი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები

საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები

„ადრე თუ გვიან მიხვდებიან “: მაჭავარიანი საქართველოში ევრობიუროკრატების მარცხზე

გამოწერა

ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ შუა კორიდორის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ვართ და შავ ზღვასაც ნამდვილად ვესაზღვრებით, განაცხადა დეპუტატმა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ადრე თუ გვიან ეურობიუროკრატებს მოუწევთ იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში ღრმა კრიზისს განიცდის და ფაქტობრივად შეჩერებულია. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ, ევროკავშირმა ოფიციალურად გაყინა ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, ასევე შეუჩერა ფინანსური დახმარება მთავრობას და გააუქმა მაღალი დონის შეხვედრები. იმ დროს, როდესაც ბრიუსელი თბილისს დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევაში ადანაშაულებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს გარე ზეწოლაზე, მის შიდა საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებზე, თუმცა, ამავდროულად აფიქსირებს მზადყოფნას, განაახლოს სრულფასოვანი დიალოგი „სუფთა ფურცლიდან“.

„რაც შეეხებათ ევრობიუროკრატებს, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება. იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ და ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული საარჩევნო კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმ უმარტივესი ჭეშმარიტების აღიარებაც, რომ საქართველოს „შუა დერეფნის" ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანაა და შავ ზღვასაც ნამდვილად ესაზღვრება.

„დასხდებიან და ჩვენ დაგველაპარაკებიან! ჩვენ კი, ყველა დონეზე გაცხადებული გვაქვს, რომ მზად ვართ, დავივიწყოთ ამდენი უსამართლობა და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, -თქვა მაჭავარიანმა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ევროკომისიის ბოლო კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო, პარლამენტის მიმართ ნდობის დონით, ევროპის ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა და მე-16 ადგილიდან დაწინაურდა.

„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, პარლამენტისადმი ხალხის ნდობის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია, ხოლო მთავრობისადმი ნდობით უკვე საუკეთესო ხუთეულში გადავინაცვლეთ“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიის გამოქვეყნებული ყველა კვლევითა და ინდექსით, რომელიც დემოკრატიის ხარისხს ეხება, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.

მაჭავარიანის თქმით, ყოველივე ამის მიუხედავად, 2022 წლიდან მოყოლებული, ბრიუსელი, ფაქტობრივად, „ყოველდღიურ“ რეჟიმში დაკავებულია საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით, უამრავი სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით და რევოლუციების დაფინანსებით.

„ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ისტორიულ მინიმუმზეა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების რეიტინგები, ისლანდიამ უარი განაცხადა არათუ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების განახლებაზეც კი, გერმანელმა ხალხმა სასტიკი უარი უთხრა ბრიუსელის მიერ მართულ პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგს და, რაც მთავარია, იმის ფონზეც, რომ ყოველდღიურად უარესდება აშშ-სთან ურთიერთობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს თავად ბრიუსელს, მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ბრიუსელის მმართველი კლასი აცდენილია თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს და არ ემსახურება ევროპელი ხალხის ინტერესებს. როგორც აშშ-მ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, ბრიუსელი, თავისი დღევანდელი პოლიტიკით, ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს.

გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელება, ისევე როგორც საქართველოს მიმართ დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ბრალდებები, ზუსტად იმ დღიდან იწყება, როდესაც რუსეთ-უკრაინის კრიზისი დაიწყო.

„უფრო მეტიც - იწყება რევოლუციების ხელშეწყობა და დაფინანსება. ისინი ცდილობენ ნებისმიერი გზით ჩაანაცვლონ „ქართული ოცნება“ მათ მიერ მართული აგენტურით. მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე!“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მაჭავარიანის ინფორმაციით, 2022-2025 წლებში იყო რევოლუციის სამი მცდელობა, რომელიც ასევე ბრიუსელისგან იყო მხარდაჭერილი და დაფინანსებული.

გარდა ამისა, მისი თქმით, რევოლუციების მცდელობების პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთ-უკრაინის კრიზისის დაწყებიდან დღემდე — ჩაიდინა უამრავი სხვა უსამართლო ქმედება და მიმართა სიცრუეს, დეზინფორმაციასა და საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას.

საქართველო და ევროკავშირი

ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.

კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.

2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.

ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.

ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.

2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1დეპუტატი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას! 08.4807-10-2026
2„მთავარი ცოდვა ბრიუსელის წინაშე“: პაპუაშვილმა ევროკომისარ კოსს უპასუხა01007-10-2026
3სპიკერი: საქართველოს პირდაპირი კავშირი უნდა ჰქონდეს გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან01006-10-2026
4რუსეთის საგარეო უწყება: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა წამოვიდეს01007-10-2026
5Кобахидзе рассказал, в чем Грузия уступает Молдавии и Украине08.4407-10-2026
6В Грузии заявили, что страна не станет членом ЕС в ущерб собственным интересам07.0207-10-2026
7В Грузии заявили, что если бы в Тбилиси слушали ЕС, то были бы страной на бумаге06.607-10-2026
8В Грузии обвинили Запад в попытке превратить страну во "вторую" Украину07.4605-10-2026
9Грузия прочитала Брюсселю лекцию о достоинстве05.8607-10-2026
10საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში ინაცვლებს – ვიდეო01005-10-2026

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 10. Источник: sputnik-georgia.com.