Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

კალაძე ეუთოს რეზოლუციაზე: სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი

Дата публикации: 14-07-2026 12:00:00

საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს რეზოლუცია ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260714/--------299632213.html

კალაძე ეუთოს რეზოლუციაზე: სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი

კალაძე ეუთოს რეზოლუციაზე: სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი

Sputnik საქართველო

საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს რეზოლუცია ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა. 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-14T16:00+0400

2026-07-14T16:00+0400

2026-07-14T17:21+0400

საქართველო

საქართველო - ეუთო

ეუთო

პოლიტიკა საქართველოში

ქართული ოცნება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88a3fd94b4345081341c1862732857a1.jpg

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის ობიექტურობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა. კალაძის პოზიციით, მსოფლიოში არ არსებობს ევროპული სტანდარტი, ვიდრე მსოფლიოს ე.წ. დიფ სთეითი მართავს. „შეხედეთ, რა ხდება მსფლიოში, ვისაც აქვს ძალა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან განსხვავებული დამოკიდებულება იქნება ამაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი ბატონობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ. რა წერია რეზოლუციაში? რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას". ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად. ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593931_131:0:1270:854_1920x0_80_0_0_d3849f79ed2bfe1b41348c2e5f9cfe32.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები

საქართველო, საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები

კალაძე ეუთოს რეზოლუციაზე: სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი

16:00 14.07.2026 (განახლებულია: 17:21 14.07.2026)

საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს რეზოლუცია ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის ობიექტურობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისის სხდომაზე „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. პროტესტის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებული იქნა.

„სიცრუით და ცილისწამებით იფუთება ყველაფერი. გულდასაწყვეტია, ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. მიჩვეულები ვიყავით ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს. ამ კონკრეტულ რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის პოზიციით, მსოფლიოში არ არსებობს ევროპული სტანდარტი, ვიდრე მსოფლიოს ე.წ. დიფ სთეითი მართავს.

„შეხედეთ, რა ხდება მსფლიოში, ვისაც აქვს ძალა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან განსხვავებული დამოკიდებულება იქნება ამაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი ბატონობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რეზოლუციის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გამოთქვამს წუხილს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების გამო, მათ შორის „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, აქციების ჩატარების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენების გამო, რაც მათი აზრით, „არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის ერთპარტიულ მმართველობას".

ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე უარი პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ქართველი „პოლიტიკური პატიმარი", გააუქმოს ან გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ასევე, საქართველოს მიეცემა რეკომენდაცია, დაიწყოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ყველა შეტყობინების საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები და ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) კონსულტაციით დაიწყოს რეფორმების რეალური პროცესი სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.

ასევე, საქართველოს ურჩევენ, დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და შეინარჩუნონ სიფხიზლე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგისას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია ჰააგაში 4 -8 ივლისის პერიოდში გაიმართა. ასამბლეის წევრებმა სესიის ბოლო დღეს, 8 ივლისის სხდომაზე კენჭი უყარეს „ჰააგის რეზოლუციას“, რომლის ერთი თავიც საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსა და კრიტიკას ეხება. საქართველოს დელეგაციამ დატოვა სხდომათა დარბაზი და საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას ყალბი და მიკერძოებული უწოდა. ქართული დელეგაციის პროტესტის მიუხედავად, ჰააგის ყოვლისმომცველი დეკლარაცია და თანმდევი რეზოლუციები მიღებული იქნა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1კალაძე: ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს პოლიტიკოსების ანტისამთავრობო ნაბიჯებზე0514-07-2026
2კოლექტიური თავდასხმა საქართველოზე: მმართველ პარტიაში დასავლეთისადმი კრიტიკა განმარტეს0513-07-2026
3„პასუხიდან გაქცევა": ხელისუფლება ეუთოს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს0515-07-2026
4მილიონობით ლარის ეკონომია: საქართველოში ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამეს0513-07-2026
5ზახაროვა: თბილისის პოლიტიკა დასავლეთისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალივითაა"-5515-07-2026
6„სამარცხვინო დამოკიდებულება“: ირაკლი კობახიძემ კაია კალასის განცხადებას უპასუხა-5713-07-2026
7საქართველოს ეროვნული ხე ექნება5715-07-2026
8საქართველოში ქაოსი არ იქნება: რა გამოიწვია ოპოზიციის რადიკალურმა ქმედებებმა - ვიდეო0514-07-2026
9რა გახდა საქართველოში ინფლაციის ზრდის მიზეზი: ეროვნული ბანკის ინფორმაცია0515-07-2026
10სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს0512-07-2026

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.