პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
https://sputnik-georgia.com/20260713/tbilisis-aeroportis-gapartoebis-proeqti-daiwyo-299612479.html
TAV Georgia: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
TAV Georgia: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო
Sputnik საქართველო
პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-13T11:56+0400
2026-07-13T11:56+0400
2026-07-13T11:56+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695999_0:0:1552:873_1920x0_80_0_0_80c6398865e4e99bbc63e6bd583828de.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო, ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში.გავრცელებული ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს.პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება.პროექტის ფარგლებში:ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უკვე მიიღო 25 მილიონი დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’’ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.TAV Georgia საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო, ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.
TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში.
პროექტი ხორციელდება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ (UAG) და TAV Georgia-ს შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, კომპანიამ კი აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მლნ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.
გავრცელებული ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
„პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის - 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული", - ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება.
გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება;
მოეწყობა საჰაერო ხომალდების შვიდი ახალი დისტანციური სადგომი;
ტერმინალს დაემატება ცხრა ახალი სარეგისტრაციო დახლი;
გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;
დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;
განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება;
გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.
ხელშეკრულების შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უკვე მიიღო 25 მილიონი დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’’ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
TAV Georgia საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი: კობახიძე თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტზე | 0 | 5 | 13-07-2026 |
| 2 | ქვრივიშვილი: თბილისის აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის | 0 | 5 | 13-07-2026 |
| 3 | Турецкая компания начала расширение аэропорта Тбилиси | 0 | 7 | 13-07-2026 |
| 4 | В первом квартале 2026 года грузинские аэропорты обслужили на 4,3% больше пассажиров | 0 | 5 | 21-05-2026 |
| 5 | Исследовательский институт "Аэропроект" займется проектированием аэропорта в Грозном | 0 | 0 | 23-03-2020 |
| 6 | В Новосибирске началась реконструкция аэропортового комплекса Толмачево | 0 | 0 | 24-04-2020 |
| 7 | Количество обслуженных пассажиров в аэропорту Владикавказа в первом полугодии выросло на 4,5% | 5 | 7 | 06-07-2026 |
| 8 | Пассажиропоток аэропорта Нальчик за 6 месяцев 2026 года вырос на 33% | 0 | 5 | 30-06-2026 |
| 9 | Аэропорт Шереметьево планирует ввести в эксплуатацию терминал С2 в 2026 году | 0 | 0 | 17-01-2020 |