სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
https://sputnik-georgia.com/20260712/ra-etapzea-xinos-monastris-reabilitacia-299605659.html
რა ეტაპზეა ხინოს მამათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები
რა ეტაპზეა ხინოს მამათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. 12.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-12T16:15+0400
2026-07-12T16:15+0400
2026-07-12T16:15+0400
საქართველო
აჭარა
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268228445_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_bb3a20966bb1e9fb5e24018e95beae70.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დასრულდა ფასადის მოპირკეთება, გუმბათის მოწყობა და გადახურვითი სამუშაოები.უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად, მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია.პირველ და მეორე ეტაპებზე კი ნაეკლესიარზე ჩატარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები, რაც ისტორიული კედლების გამაგრებას, გაწმენდასა და სამარხების კონსერვაციას ითვალისწინებდა.მისი თქმით, ისტორიული ხეობის მდგრადი სოციალური, კულტურული და ტურისტული განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ისე ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხინოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდინარე კინტრიშის ხეობაში, ბათუმიდან 60 კმ-ში მდებარეობს, თითქმის 11 საუკუნეს ითვლის. დღეს ტაძრის მხოლოდ რამდენიმე კედელია შემორჩენილი და ის, არქიტექტურული სტილის მიხედვით, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დასრულდა ფასადის მოპირკეთება, გუმბათის მოწყობა და გადახურვითი სამუშაოები.
უახლოეს პერიოდში ასევე იგეგმება შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად, მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია.
პირველ და მეორე ეტაპებზე კი ნაეკლესიარზე ჩატარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები, რაც ისტორიული კედლების გამაგრებას, გაწმენდასა და სამარხების კონსერვაციას ითვალისწინებდა.
„კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხინოწმინდა დღეს უკვე არა მხოლოდ სულიერი ცენტრი, არამედ იგი მთის აღორძინების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი კერაა", - განაცხადა პატარაძემ.
მისი თქმით, ისტორიული ხეობის მდგრადი სოციალური, კულტურული და ტურისტული განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ისე ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ხინოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდინარე კინტრიშის ხეობაში, ბათუმიდან 60 კმ-ში მდებარეობს, თითქმის 11 საუკუნეს ითვლის. დღეს ტაძრის მხოლოდ რამდენიმე კედელია შემორჩენილი და ის, არქიტექტურული სტილის მიხედვით, IX-X საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | Трассу Москва - Казань полностью построят в 2027 году | 0 | 0 | 01-11-2019 |
| 2 | Реконструкция Волоколамского шоссе в Москве завершится в течение года | 0 | 0 | 17-02-2020 |
| 3 | Реконструкцию Новой Третьяковки планируют завершить к 2027 году | 0 | 0 | 29-05-2019 |
| 4 | В Саграда Фамилия не знают, удастся ли завершить строительство к 100-летию со смерти Гауди | 0 | 0 | 26-05-2020 |
| 5 | Реставрацию дома Наумовых-Волконских в Москве закончат к сентябрю | 0 | 0 | 26-06-2020 |
| 6 | Саграда Фамилия не успеют достроить к 100-летию со смерти Гауди | 0 | 0 | 16-09-2020 |
| 7 | Ολοκληρώθηκε ο βασικός κατασκευαστικός σκελετός του Apollo Hills | 0 | 5 | 02-07-2026 |
| 8 | Центр олимпийской подготовки по биатлону в Чебоксарах планируется сдать до конца 2020 года | 0 | 0 | 15-02-2019 |
| 9 | Работы по строительству станции БКЛ "Сокольники" в Москве завершат к концу 2021 года | 0 | 0 | 24-10-2020 |
| 10 | Собянин объявил о завершающей стадии благоустройства Капотни в Москве | 0 | 0 | 13-08-2019 |