Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული

Дата публикации: 19-07-2026 13:00:00

ეკონომიკის მინისტრის მადგილის თქმით, განახლებული გენერალური გეგმა განსაზღვრავს საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის იმგვარ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ და ეფექტიან გადაზიდვას.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260719/ioseliani-anakliis-portis-ganvitareba-gengegmazea-damokidebuli-299709193.html

იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული

იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული

Sputnik საქართველო

ეკონომიკის მინისტრის მადგილის თქმით, განახლებული გენერალური გეგმა განსაზღვრავს საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის იმგვარ ინტეგრაციას, რაც... 19.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-19T17:00+0400

2026-07-19T17:00+0400

2026-07-19T17:00+0400

საქართველო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ანაკლია

ნიდერლანდები

ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკა

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/09/299551861_0:6:2049:1158_1920x0_80_0_0_22e5452daee9ff9bbe43ae4a80a49454.jpg

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.ქართული დელეგაცია ნიდერლანდებში დეტალურად გაეცნო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიმოდალური ტერმინალის ოპერირების მოდელს, მათ ეფექტიანობასა და მართვის თანამედროვე ციფრულ სისტემებს.ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam - თან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები და შემდგომი ნაბიჯები.მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირებასა და ძირითადი რისკების შეფასებაზე. გაიმართა დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და მოერგოს ბაზრის მოთხოვნებს.თავის მხრივ, Port Consultants Rotterdam (PCR)-ის დირექტორმა პედია ზივონოვიჩმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან მათი საქმიანობის მიზანი ახალი გენერალური გეგმის ალტერნატივის შემუშავებაა. ზივონოვიჩის თქმით, ნიდერლანდური ფირმა, რომელსაც პორტების სტრატეგიულ განვითარებაში საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია, პროექტში „ლენდლორდის“ მოდელის დანერგვასა და რისკების შეფასებაზე მუშაობს. ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში იოსელიანი ადგილზე გაეცნო პორტის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაციას, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან გადაადგილებას.საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, „ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.

საქართველო

ნიდერლანდები

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/09/299551861_0:0:1747:1310_1920x0_80_0_0_619c6f795bd00bbf31ed271e60768f2f.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, ნიდერლანდები, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა

საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, ნიდერლანდები, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა

იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული

ეკონომიკის მინისტრის მადგილის თქმით, განახლებული გენერალური გეგმა განსაზღვრავს საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის იმგვარ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ და ეფექტიან გადაზიდვას.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.

ქართული დელეგაცია ნიდერლანდებში დეტალურად გაეცნო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიმოდალური ტერმინალის ოპერირების მოდელს, მათ ეფექტიანობასა და მართვის თანამედროვე ციფრულ სისტემებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam - თან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის ალტერნატივები და შემდგომი ნაბიჯები.

„დღეს შეხვედრა გვქონდა როგორც ჩვენს კონსულტანტთან, რომელიც მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის განახლებაზე, ასევე იმ კომპანიასთან, რომელმაც მოამზადა ის დეტალური დიზაინი, რომლითაც ახლა მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში იმისათვის, რომ აშენდეს შესაბამისი ტალღმჭრელი და დაღრმავდეს სიღრმე 18 მეტრამდე", - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირებასა და ძირითადი რისკების შეფასებაზე. გაიმართა დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და მოერგოს ბაზრის მოთხოვნებს.

თავის მხრივ, Port Consultants Rotterdam (PCR)-ის დირექტორმა პედია ზივონოვიჩმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან მათი საქმიანობის მიზანი ახალი გენერალური გეგმის ალტერნატივის შემუშავებაა.

„ჩვენი კომპანია სპეციალიზებულია პორტებისა და საზღვაო კონსულტაციის მიმართულებით და ამჟამად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა Port Consultants Rotterdam (PCR)-ის დირექტორმა პედია ზივონოვიჩმა.

ზივონოვიჩის თქმით, ნიდერლანდური ფირმა, რომელსაც პორტების სტრატეგიულ განვითარებაში საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია, პროექტში „ლენდლორდის“ მოდელის დანერგვასა და რისკების შეფასებაზე მუშაობს.

„ჩვენი მუშაობის მთავარი ფოკუსია ახალი გენერალური გეგმის ალტერნატივის შემუშავება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს ე.წ. ლენდლორდის მოდელზე გადასვლას, სადაც სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას პორტის სრულ განვითარებაზე", - განაცხადა ზინოვიჩმა.

ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში იოსელიანი ადგილზე გაეცნო პორტის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრაციას, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან გადაადგილებას.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რაც საშუალებას მოგვცემს, ნავსადგური რეგიონის მთავარ კარიბჭედ ვაქციოთ," - განაცხადა იოსელიანმა, რომელმაც „ლენდლორდის" მოდელით მომუშავე როტერდამის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მართვისა და განვითარების სტრატეგია ფუნდამენტურად შეიცვალა - კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.

როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, „ლენდლორდის“ მოდელი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება პორტის წილების 100% ადრე გამოცხადებული 51%-იანი წილის ნაცვლად, ხოლო ტერმინალები, რომლებიც მის ტერიტორიაზე აშენდება და განკუთვნილია როგორც მშრალი, ისე კონტეინერული ტვირთისთვის, იჯარით გადაეცემა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას (დაღრმავება, ტალღმჭრელის პროექტირება და მშენებლობა) უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები 3 წლის შემდეგ დასრულდება.

როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე ჯამში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო ამ ეტაპის დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.

ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1 აბაშიძე: ანაკლიის პორტის განახლებული გენგეგმა მულტიმოდალური ჰაბის შექმნას ითვალისწინებს5719-07-2026
2Свободный порт Хайнаня обеспечит выгоду как китайским, так и зарубежным инвесторам0009-06-2020
3მინისტრი: ქართული სამშენებლო კომპანიები მსოფლიო დონის მოთამაშეები უნდა გახდნენ5620-07-2026
4Власти Хайнаня представили международным организациям стратегию развития свободного порта0008-06-2021
5Власти Хайнаня считают, что регион станет одним из самых экономически открытых в мире0018-09-2019
6Дирекция по управлению ФЦП: развитие Крыма нужно связать с привлечением частного капитала0007-03-2019
7Гендиректор ВТО выступила за увеличение производства вакцин в развивающихся странах0001-03-2021
8АТОР: открытие аэропорта Геленджика может увеличить турпоток до двух раз0009-07-2025
9Омбудсмен Якимчик: открытие аэропорта Геленджика повысит привлекательность Кубани0009-07-2025
10Аксенов: продление ФЦП по развитию Крыма ускорит обновление инфраструктуры региона0010-09-2018

Классификация: Экономика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.