Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ქართული ბიზნესის განწყობა პოზიტიურია - BAG-მა ბიზნეს კლიმატი შეაფასა

Дата публикации: 18-07-2026 10:27:00

კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 35%-მა განაცხადა დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობის ზრდის შესახებ, ხოლო პერსონალის შემცირებაზე მხოლოდ 6% საუბრობს

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260718/qartuli-biznesis-ganwyoba-pozitiuria-bag-ma-biznes-klimati-seafasa-299698417.html

ქართული ბიზნესის განწყობა პოზიტიურია - BAG-მა ბიზნეს კლიმატი შეაფასა

ქართული ბიზნესის განწყობა პოზიტიურია - BAG-მა ბიზნეს კლიმატი შეაფასა

Sputnik საქართველო

კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 35%-მა განაცხადა დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობის ზრდის შესახებ, ხოლო პერსონალის შემცირებაზე მხოლოდ 6% საუბრობს 18.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-18T14:27+0400

2026-07-18T14:27+0400

2026-07-18T15:47+0400

ახალი ამბები

საქართველო

საქართველოს ეკონომიკა

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნესგარემო

კომპანიების ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/01/240470133_0:91:2000:1216_1920x0_80_0_0_1ce8b796eae5615398137fd923b4db10.jpg

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს კლიმატის კვლევის (BAG ინდექსი) ფარგლებში გამოკითხულმა ქართულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა და მოლოდინები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევაში.კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის 9-დან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში. BAG-ის ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის, დასაქმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.კვლევა BAG-ის წევრ კომპანიებს ოთხ სექტორად ყოფს: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.მეორე კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.BAG-ის ინფორმაციით, საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი კვლავ აღმავალია.2026 წლის მეორე კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია ყველა სექტორში.2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო გაუარესდა ვაჭრობისა და სამრეწველო სექტორებში.მიმდინარე ბიზნეს სიტუაციის ყველაზე მაღალი შეფასება დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობაში. გარდა ამისა, ყველაზე პოზიტიური ბიზნეს მოლოდინები კვლავ დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - მშენებლობის სექტორში.დასაქმებაBAG-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 35%-მა განაცხადა, რომ მათ მიერ დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო მხოლოდ 6%-მა განაცხადა პერსონალის შემცირების შესახებ. კომპანიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი დარჩა.გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 34% 2026 წლის მესამე კვარტალში თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას ელის. მომდევნო კვარტალში მხოლოდ 5% ელის სამუშაო ძალის შემცირებას. კომპანიების უმეტესობა არ გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შეცვლას.დასაქმების ყველაზე პოზიტიური მოლოდინები საცალო ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 38% მიმდინარე წლის მესამე კვარტალში თანამშრომლების რაოდენობის ზრდას ვარაუდობს.რა უშლის ხელს ბიზნესს?კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს მათი საქმიანობისთვის შემაფერხებელი ფაქტორები.მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესის განვითარების ექვსი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოვლინდა:კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი ყველაზე მწვავედ დგას მშენებლობის სექტორში (100%) და საშუალო ზომის საწარმოებში (33%).სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები გავლენას ახდენს საშუალო ზომის კომპანიებზე, განსაკუთრებით მომსახურების სექტორში (61%) და ვაჭრობაში (59%).მუშახელის დეფიციტი ყველაზე მწვავეა მშენებლობაში (63%) და ვაჭრობაში (55%) და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მცირე ბიზნესისთვის.მოთხოვნის ნაკლებობას ყველაზე დიდი გავლენა აქვს მომსახურების სექტორზე (57%), თუმცა ეს პრობლემა საერთოდ არ შეინიშნება მშენებლობის სექტორში. ეს პრობლემა თითქმის თანაბრად მოქმედებს მცირე (32%) და საშუალო ზომის (29%) კომპანიებზე.შეზღუდული ფინანსური რესურსები სამშენებლო სექტორისთვის ყველაზე გავრცელებული დაბრკოლებაა (50%). ასევე საკმაოდ გავრცელებულია საშუალო (13%) და მცირე ზომის (11%) კომპანიებში.ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია სამშენებლო სექტორში (25%). ეს პრობლემა მცირე (14%) და საშუალო ზომის (13%) საწარმოებს თითქმის თანაბრად აწუხებს, მსხვილ საწარმოებში კი საერთოდ არ შეინიშნება.დაფინანსებამიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფინანსების მოზიდვას ცდილობდა გამოკითხული კომპანიების 45%-მა (8 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა კვარტალთან შედარებით). კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, კომპანიების უმრავლესობამ (75%) განაცხადა, რომ ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან.საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1200-ზე მეტ კომპანიას.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/01/240470133_128:0:1872:1308_1920x0_80_0_0_e302a32af0f678437249ed9c8f522841.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , კომპანიების ახალი ამბები

ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , კომპანიების ახალი ამბები

14:27 18.07.2026 (განახლებულია: 15:47 18.07.2026)

კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 35%-მა განაცხადა დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობის ზრდის შესახებ, ხოლო პერსონალის შემცირებაზე მხოლოდ 6% საუბრობს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს კლიმატის კვლევის (BAG ინდექსი) ფარგლებში გამოკითხულმა ქართულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა და მოლოდინები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევაში.

კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 2026 წლის 9-დან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში. BAG-ის ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის, დასაქმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

კვლევა BAG-ის წევრ კომპანიებს ოთხ სექტორად ყოფს: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

„2026 წლის II კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. 2026 წლის II კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 47,6 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 30,0, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 66,5 ქულაა“, - ნათქვამია კვლევაში.

მეორე კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.

BAG-ის ინფორმაციით, საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი კვლავ აღმავალია.

2026 წლის მეორე კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი პოზიტიურია ყველა სექტორში.

2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში, ხოლო გაუარესდა ვაჭრობისა და სამრეწველო სექტორებში.

მიმდინარე ბიზნეს სიტუაციის ყველაზე მაღალი შეფასება დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობაში. გარდა ამისა, ყველაზე პოზიტიური ბიზნეს მოლოდინები კვლავ დაფიქსირდა მომსახურების სექტორში, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - მშენებლობის სექტორში.

BAG-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 35%-მა განაცხადა, რომ მათ მიერ დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო მხოლოდ 6%-მა განაცხადა პერსონალის შემცირების შესახებ. კომპანიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი დარჩა.

გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 34% 2026 წლის მესამე კვარტალში თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას ელის. მომდევნო კვარტალში მხოლოდ 5% ელის სამუშაო ძალის შემცირებას. კომპანიების უმეტესობა არ გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შეცვლას.

დასაქმების ყველაზე პოზიტიური მოლოდინები საცალო ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 38% მიმდინარე წლის მესამე კვარტალში თანამშრომლების რაოდენობის ზრდას ვარაუდობს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს მათი საქმიანობისთვის შემაფერხებელი ფაქტორები.

მეორე კვარტალში საქართველოში ბიზნესის განვითარების ექვსი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოვლინდა:

კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი,

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,

შეზღუდული ფინანსური რესურსები

ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა.

კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი ყველაზე მწვავედ დგას მშენებლობის სექტორში (100%) და საშუალო ზომის საწარმოებში (33%).

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები გავლენას ახდენს საშუალო ზომის კომპანიებზე, განსაკუთრებით მომსახურების სექტორში (61%) და ვაჭრობაში (59%).

მუშახელის დეფიციტი ყველაზე მწვავეა მშენებლობაში (63%) და ვაჭრობაში (55%) და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მცირე ბიზნესისთვის.

მოთხოვნის ნაკლებობას ყველაზე დიდი გავლენა აქვს მომსახურების სექტორზე (57%), თუმცა ეს პრობლემა საერთოდ არ შეინიშნება მშენებლობის სექტორში. ეს პრობლემა თითქმის თანაბრად მოქმედებს მცირე (32%) და საშუალო ზომის (29%) კომპანიებზე.

შეზღუდული ფინანსური რესურსები სამშენებლო სექტორისთვის ყველაზე გავრცელებული დაბრკოლებაა (50%). ასევე საკმაოდ გავრცელებულია საშუალო (13%) და მცირე ზომის (11%) კომპანიებში.

ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია სამშენებლო სექტორში (25%). ეს პრობლემა მცირე (14%) და საშუალო ზომის (13%) საწარმოებს თითქმის თანაბრად აწუხებს, მსხვილ საწარმოებში კი საერთოდ არ შეინიშნება.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფინანსების მოზიდვას ცდილობდა გამოკითხული კომპანიების 45%-მა (8 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა კვარტალთან შედარებით). კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, კომპანიების უმრავლესობამ (75%) განაცხადა, რომ ისინი ფინანსდებიან ადგილობრივი წყაროებიდან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი, თავის მხრივ, მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1200-ზე მეტ კომპანიას.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საქართველოში ბიზნესი აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - კვლევის შედეგები0520-07-2026
2Большинство организаций в России не планируют сокращения работников0025-08-2020
3ВЦИОМ: более половины респондентов считают, что в России невозможно вести честный бизнес0020-02-2019
4В РСПП сообщили, что в 2022 году обращались за поддержкой более половины компаний РФ0020-03-2023
5В России более половины компаний заявили, что сохранили или нарастили фонд оплаты труда0024-02-2021
6Опрос: почти 30% бизнесменов в РФ ожидают улучшений для работы после смены правительства0027-05-2020
7Опрос: треть предпринимателей в России сообщили о сокращении более 50% сотрудников0016-04-2020
8Опрос: 79% бизнесменов считают, что спорт положительно влияет на работу сотрудников0022-06-2021
9Опрос: две трети бизнесменов в России негативно оценивают состояние экономики0027-05-2020

Классификация: МСП. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 5. Информативность: 7. Источник: sputnik-georgia.com.