მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.
https://sputnik-georgia.com/20260717/demokratiis-safarqves-maka-boworisvili-ass-si-sityvit-gamovida-299688745.html
დემოკრატიის საფარქვეშ: მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში სიტყვით გამოვიდა
დემოკრატიის საფარქვეშ: მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში სიტყვით გამოვიდა
Sputnik საქართველო
მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T19:31+0400
2026-07-17T19:31+0400
2026-07-17T19:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/11/299679365_0:159:1280:879_1920x0_80_0_0_0716a8727d1e6d70dea4bf6a714fbe4c.jpg
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. პოლიტიკური ტერორიზმი დღეს არა მხოლოდ ძალადობით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისა და სუვერენულ ქვეყნებზე ზეწოლის კამპანიებითაც ვლინდება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში.საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.მინისტრის თქმით, საქართველო მსგავსი გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ქართული საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობა მოხდა.„ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.„ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს.„არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს,“ - აღნიშნა მინისტრმა.მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში, ეძღვნება პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების განხილვას.მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ სფეროში ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციაზე.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , აშშ
მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. პოლიტიკური ტერორიზმი დღეს არა მხოლოდ ძალადობით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისა და სუვერენულ ქვეყნებზე ზეწოლის კამპანიებითაც ვლინდება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო მსგავსი გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ქართული საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობა მოხდა.
„ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.
„ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს.
„არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტერიალი „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ ვაშინგტონში დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის ახალი ანტიტერორისტული სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში, ეძღვნება პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების განხილვას.
მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ სფეროში ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციაზე.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი | 0 | 5 | 18-07-2026 |
| 2 | საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ტრენდებს ეცნობა | 0 | 5 | 18-07-2026 |
| 3 | ქვრივიშვილი: საქართველო-ჩინეთის პარტნიორობა საერთო მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა | 0 | 5 | 18-07-2026 |
| 4 | კალაძე: აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა, საქართველოზე გადაწყვეტილებებს გადახედოს | 0 | 5 | 20-07-2026 |
| 5 | Дипломаты 60 стран принимают участие в благотворительной ярмарке в Софии | 0 | 0 | 02-12-2018 |
| 6 | От США на ВЭФ прибыли 30 человек | 0 | 0 | 11-09-2018 |
| 7 | Захарова анонсировала видеоконференцию "квартета" по ближневосточному урегулированию | 0 | 0 | 22-05-2020 |
| 8 | Захарова назвала заказным фейком вброс информации о саммите США и Палестины | 0 | 0 | 21-05-2020 |
| 9 | WP: глава минфина США намерен участвовать во встрече по антитеррору в Эр-Рияде | 0 | 0 | 19-10-2018 |