Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა - პრემიერი დასავლეთის დახმარებაზე

Дата публикации: 17-07-2026 14:52:00

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება თავისთავად არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური აყვავების გარანტიას.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260717/saqartvelos-fexze-dayenebistvis-araferi-ketdeboda-premieri-dasavletis-daxmarebaze-299688284.html

საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა - პრემიერი დასავლეთის დახმარებაზე

საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა - პრემიერი დასავლეთის დახმარებაზე

Sputnik საქართველო

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება თავისთავად არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური აყვავების გარანტიას. 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-17T18:52+0400

2026-07-17T18:52+0400

2026-07-17T18:52+0400

ახალი ამბები

საქართველო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა საქართველოში

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

ევროკავშირი

მოლდოვა

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:197:2048:1349_1920x0_80_0_0_75fba9543355bdcd7539f04a1ae2b5af.jpg

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ბოლო წლებში, USAID-ისა და ევროკავშირის მეშვეობით საქართველოში შემოსული საერთაშორისო დაფინანსება, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე იყო მიმართული და არა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 100 მლნ დოლარზე USAID-გან და დაახლოებით 100 მლნ ევროზე ევროკავშირისგან ყოველწლიურად. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს თანხები არ დახარჯულა სახელმწიფოს გაძლიერებაზე, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იხარჯებოდა.პრემიერის თქმით, საქართველოს მხარდაჭერაზე განცხადებების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან“, - განაცხადა მან.პრემიერის თქმით, ახლა ანალოგიური მიდგომა გამოიყენება მოლდოვაში, რომელიც, როგორც ის ამტკიცებს, უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია.„იმავეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. მოლდოვის დახმარება რომ სდომოდათ, მოლდოვის ეკონომიკა დღეს იქნებოდა წელში გამართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მოლდოვის ეკონომიკას 13,5 მლრდ დოლარით გაუსწრო.„ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ერთმანეთს რომ შევადაროთ საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკები, ჩვენ მოლდოვას გავასწარით ამ პერიოდის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება თავისთავად არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური აყვავების გარანტიას.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

საქართველო

ევროკავშირი

მოლდოვა

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:5:2048:1541_1920x0_80_0_0_e57f53d650002c5b5a15236e35c0fae2.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , მოლდოვა

ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , მოლდოვა

საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა - პრემიერი დასავლეთის დახმარებაზე

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება თავისთავად არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური აყვავების გარანტიას.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ბოლო წლებში, USAID-ისა და ევროკავშირის მეშვეობით საქართველოში შემოსული საერთაშორისო დაფინანსება, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე იყო მიმართული და არა სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 100 მლნ დოლარზე USAID-გან და დაახლოებით 100 მლნ ევროზე ევროკავშირისგან ყოველწლიურად. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს თანხები არ დახარჯულა სახელმწიფოს გაძლიერებაზე, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იხარჯებოდა.

„რაც სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება, რაც არა თუ სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პრემიერის თქმით, საქართველოს მხარდაჭერაზე განცხადებების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

„სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან“, - განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, ახლა ანალოგიური მიდგომა გამოიყენება მოლდოვაში, რომელიც, როგორც ის ამტკიცებს, უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

„იმავეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. მოლდოვის დახმარება რომ სდომოდათ, მოლდოვის ეკონომიკა დღეს იქნებოდა წელში გამართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მოლდოვის ეკონომიკას 13,5 მლრდ დოლარით გაუსწრო.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ერთმანეთს რომ შევადაროთ საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკები, ჩვენ მოლდოვას გავასწარით ამ პერიოდის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება თავისთავად არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური აყვავების გარანტიას.

საქართველო და ევროკავშირი

ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.

კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.

2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.

ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.

ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.

2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1Премьер Грузии заявил о падении доверия к ЕС-5517-07-2026
2კალაძე: ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ პოლიტიკური ტერორიზმის მაგალითია-5518-07-2026
3Кобахидзе заявил о шантаже ЕС из-за отказа Грузии открыть второй фронт против РФ0018-07-2025
4მინისტრი: ქართული სამშენებლო კომპანიები მსოფლიო დონის მოთამაშეები უნდა გახდნენ5620-07-2026
5დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი0518-07-2026
6Премьер Грузии заявил о поддержке со стороны США в вопросе вступления в ЕС и НАТО0028-09-2018
7СВР РФ: ЕС нацелен любой ценой "вернуть Грузию на путь евроинтеграции"0027-02-2025
8Кобахидзе: элиты Запада называют власти Грузии пророссийскими0021-07-2025
9Байден заявил о поддержке Грузии на пути развития демократии и экономики0026-05-2021

Классификация: Политика. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.