Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პარტნიორობის ახალი ეტაპი: რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები

Дата публикации: 17-07-2026 13:03:00

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ისაუბრეს არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტაქტებზე, არამედ ეს იყო ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი პრაქტიკული ფორმატის მინიჭების მცდელობაც.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260717/partniorobis-axali-etapi-raze-setanxmdnen-saqartvelosa-da-turqmenetis-liderebi-299685895.html

პარტნიორობის ახალი ეტაპი: რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები

პარტნიორობის ახალი ეტაპი: რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები

Sputnik საქართველო

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ისაუბრეს არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტაქტებზე, არამედ ეს იყო ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი პრაქტიკული ფორმატის მინიჭების... 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-17T17:03+0400

2026-07-17T17:03+0400

2026-07-17T17:03+0400

ახალი ამბები

საქართველო

თურქმენეთი

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი

ირაკლი კობახიძე

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/11/299682851_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0780f28da2e92b53a0ab4639b198f471.jpg

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ცენტრალური აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია და ამ კონტექსტში თურქმენეთი საიმედო პარტნიორად და მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.პრემიერის განცხადებით, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.კობახიძე დარწმუნებულია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.მისი თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს.„ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა პრემიერმა.საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ქვეყნებს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თავის მხრივ განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხზე.„ჩვენ გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ და დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებული არის ვალდებულება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბერდიმუჰამედოვმა.თურქმენეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ფართოვდება მექანიზმები თანამშრომლობისა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან.მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური კავშირების განვითარებას და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას.„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნეს-ურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობენ. მათ შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს ამოქმედდა.

საქართველო

თურქმენეთი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/11/299682851_110:0:1931:1366_1920x0_80_0_0_82a81960a23bbfc859f735d163f25b82.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები, საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე

ახალი ამბები, საქართველო, თურქმენეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე

პარტნიორობის ახალი ეტაპი: რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ისაუბრეს არა მხოლოდ პოლიტიკურ კონტაქტებზე, არამედ ეს იყო ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი პრაქტიკული ფორმატის მინიჭების მცდელობაც.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ცენტრალური აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია და ამ კონტექსტში თურქმენეთი საიმედო პარტნიორად და მეგობრულ სახელმწიფოდ განიხილება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

მისი თქმით, მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს.

„ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ქვეყნებს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თავის მხრივ განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

„თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხზე.

„ჩვენ გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ და დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებული არის ვალდებულება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბერდიმუჰამედოვმა.

თურქმენეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ ფართოვდება მექანიზმები თანამშრომლობისა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით გაეროსთან.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური კავშირების განვითარებას და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნეს-ურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობენ. მათ შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს ამოქმედდა.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი იმართება - საქართველოს მთავრობის მოლოდინები0516-07-2026
2Лаша Долидзе обсудил с турецкой делегацией вопросы углубления сотрудничества в сельскохозяйственном секторе0517-05-2026
3Давит Сонгулашвили встретился с послом Турции0509-06-2026
4Спикеры парламентов Грузии и Армении обсудили перспективу южнокавказского коридора0002-06-2025
5დონალდ ტრამპის წერილი ოპტიმიზმს გვინარჩუნებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი0518-07-2026
6Алиев и Эрдоган обсудили нормализацию отношений между Азербайджаном и Арменией0015-03-2023
7Алиев поздравил грузинского премьера с победой его партии на выборах0001-11-2020
8Роухани и Эрдоган провели двусторонние переговоры в Анкаре0016-09-2019
9Лавров и глава МИД Туркмении обсудили контакты и перспективы сотрудничества0031-05-2025
10Грузия и Узбекистан стали стратегическими партнерами3703-07-2026

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.