Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პროკურატურა: დანაშაულებრივი ჯგუფი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ამზადებდა

Дата публикации: 14-07-2026 12:27:00

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის ბრალდებით ივნისში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260714/prokuraturam-dokumentebis-gakalbebis-paqtze-4-pirs-brali-warudgina-299634964.html

პროკურატურა: დანაშაულებრივი ჯგუფი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ამზადებდა

პროკურატურა: დანაშაულებრივი ჯგუფი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ამზადებდა

Sputnik საქართველო

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის ბრალდებით ივნისში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი... 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-14T16:27+0400

2026-07-14T16:27+0400

2026-07-14T16:27+0400

საქართველო

საქართველოს პროკურატურა

აშშ

კრიმინალი საქართველოში

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ ოთხ პირს წარუდგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 13 ივლისს ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს და კიდევ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემულ ორგანიზებული ჯგუფის წევრთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას, ორგანიზებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება. უწყების ინფორმაციით, აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. ქეისები და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები. უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675.794 ლარის, 388.526 დოლარის, 4.964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და 3 პირი დააკავეს, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. საქმეზე გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.

საქართველო

აშშ

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველოს პროკურატურა, აშშ , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს პროკურატურა, აშშ , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები

პროკურატურა: დანაშაულებრივი ჯგუფი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ამზადებდა

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებისთვის ყალბი დოკუმენტაციის შექმნის ბრალდებით ივნისში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ ოთხ პირს წარუდგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 13 ივლისს ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს და კიდევ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემულ ორგანიზებული ჯგუფის წევრთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობას, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობას, ორგანიზებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება.

უწყების ინფორმაციით, აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.

„ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. ქეისები და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები.

უწყების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675.794 ლარის, 388.526 დოლარის, 4.964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.

გამოძიება სსკ-ის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და 3 პირი დააკავეს, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1ყალბ ევროპულ დოკუმენტებს ამზადებდნენ: პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა0515-07-2026
2В Грузии запустили интернет-кампанию в поддержку туризма0023-06-2019
3США призвали не продвигать в Грузии инициативы, подобные законопроекту об иноагентах0009-03-2023
4В Грузии оппозиция требует начать расследование против американских компаний NDI и IRI0020-01-2020
5В Грузии потребовали начать расследование против экс-посла США в Азербайджане0012-09-2019
6სუს-მა კორუფციის ბრალდებით პასუხისგებაში 28 პირი მისცა0514-07-2026
7დღეიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება0514-07-2026
8Сообщение посольства США об угрозе взрывов ТЦ Тбилиси оказалось ложным0007-05-2025
9Оппозиция в Грузии потребовала запретить деятельность ряда организаций США0026-01-2020
10В Грузии за участие в групповом мошенничестве задержали россиянина0015-04-2025

Классификация: Международные. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.