უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
https://sputnik-georgia.com/20260714/susma-28-piri-daakava-299626178.html
სუს-მა კორუფციის ბრალდებით პასუხისგებაში 28 პირი მისცა
სუს-მა კორუფციის ბრალდებით პასუხისგებაში 28 პირი მისცა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. 14.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-14T12:13+0400
2026-07-14T12:13+0400
2026-07-14T12:13+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 28 პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს ბრალი 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ედებათ. თაღლითობა უწყების ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს ბრალდება წარედგინა. საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს. გარდა ამისა, ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს ჯამში 700 ათას ლარამდე ოდენობის ზიანი მიადგა. მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 7 პირს ბრალდება სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამ სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა. საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს თითქმის 400 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. ქრთამის აღება უწყებამ 3 პირი ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სამ საქმეზე დააკავა. კერძოდ, ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება სამ სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი. უწყების ცნობით, დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე, 196-ე, 221-ე, 332-ე, 338-ე, 341-ე და 362-ე მუხლებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 28 პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ედებათ.
უწყების ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს ბრალდება წარედგინა.
საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს.
გარდა ამისა, ამავე საქმეზე პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს ჯამში 700 ათას ლარამდე ოდენობის ზიანი მიადგა.
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
7 პირს ბრალდება სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სამ სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა.
საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს თითქმის 400 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
უწყებამ 3 პირი ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სამ საქმეზე დააკავა.
კერძოდ, ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება
სამ სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე, 196-ე, 221-ე, 332-ე, 338-ე, 341-ე და 362-ე მუხლებით.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | საქართველოდან კიდევ 113 არალეგალი გააძევეს | 0 | 5 | 14-07-2026 |
| 2 | მასშტაბური სპეცოპერაცია: დაკავებული 121 პირიდან 59 ნარკორეალიზატორია | 0 | 5 | 15-07-2026 |
| 3 | პროკურატურა: დანაშაულებრივი ჯგუფი აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ამზადებდა | 0 | 5 | 14-07-2026 |
| 4 | В Ростове-на-Дону привлекли к ответственности 28 участников несанкционированной акции | 0 | 0 | 01-02-2021 |
| 5 | Кондратьев: курорты Кубани полностью готовы возобновить работу при улучшении эпидситуации | 0 | 0 | 08-06-2020 |
| 6 | Утром возобновят движение по железной дороге, нарушенное из-за ливня на Кубани | 0 | 0 | 25-10-2018 |
| 7 | Более 100 сотрудников МЧС привлекли к работам на химпредприятии в Усолье-Сибирском | 0 | 0 | 01-12-2020 |
| 8 | Координационный совет настаивает на полном освобождении белорусских оппозиционеров | 0 | 0 | 21-10-2020 |
| 9 | Около 200 военнослужащих помогают ликвидировать последствия ЧС на Кубани | 0 | 0 | 27-10-2018 |