Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება

Дата публикации: 15-07-2026 12:00:00

მერიის ცნობით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260715/axaldabis-gzaze-ferdis-gamagrebis-samushaoebi-daiwkeba-299652694.html

მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება

მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება

Sputnik საქართველო

მერიის ცნობით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება. 15.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-15T16:00+0400

2026-07-15T16:00+0400

2026-07-15T16:00+0400

საქართველო

თბილისის მერია

საზოგადოება

ახალი ამბები

თბილისი დღეს

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. სოფელ ახალდაბისკენ მიმავალი გზა, განსაკუთრებით წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთი, მეწყრულ ზონად ითვლება. 2015 წლის სტიქიის შემდეგ აქ ჩატარდა მასშტაბური გზის გამაგრებითი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯები და დამცავი ბადეები.კალაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები - სამუშაოები 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება. მისი თქმით, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება თანამედროვე ლითონის ზღუდარები და სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კალაძემ. ფერდის გამაგრების სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს

საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს

მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება

მერიის ცნობით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სოფელ ახალდაბისკენ მიმავალი გზა, განსაკუთრებით წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთი, მეწყრულ ზონად ითვლება. 2015 წლის სტიქიის შემდეგ აქ ჩატარდა მასშტაბური გზის გამაგრებითი სამუშაოები, მოეწყო ხიმინჯები და დამცავი ბადეები.

კალაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები - სამუშაოები 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება.

„უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, ფერდზე მოეწყობა 2.060 ანკერი, დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე და ბაგირი, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება თანამედროვე ლითონის ზღუდარები და სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა კალაძემ.

ფერდის გამაგრების სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, უახლოეს დღეებში დაიწყება და რვა თვეში დასრულდება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება0513-07-2026
2Строительство набережной началось в Певеке0022-07-2020
3Систему сигнального освещения на пешеходных переходах впервые внедрят в Салехарде0019-06-2020
4В Москве началась подготовка теплосетей к новому отопительному сезону0009-07-2020
5ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე0513-07-2026
6Ремонт Невского проспекта в Петербурге займет от месяца до двух0010-04-2025
7გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს 0513-07-2026
8Строительство пересадки между двумя станциями метро "Марьина Роща" началось в Москве0013-02-2020
9Реконструкцию Новой Третьяковки планируют завершить к 2027 году0029-05-2019
10Путевые работы пройдут от Лобни до Шереметьево в августе0010-08-2020

Классификация: Санкт Петербург. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.