Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

Дата публикации: 13-07-2026 17:00:00

პაპუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260713/papuashvili-telavshi-vitarebas-gaecno-299620844.html

ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

Sputnik საქართველო

პაპუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-13T21:00+0400

2026-07-13T21:00+0400

2026-07-13T21:00+0400

საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

პოლიტიკა საქართველოში

თელავი

სტიქიური მოვლენები

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496749_0:83:1210:764_1920x0_80_0_0_0ee798e58e0ca430fbef436a94a39cb2.jpg

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ასეთი მასშტაბის სტიქია თელავში ბოლოს 55 წლის წინ მოხდა და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც, ფაქტობრივად, დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც თელავში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.პაპუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა. სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს დაზარალებულთა დასახმარებლად, დასძინა მან.რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა ქალაქში გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, სპიკერის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ეს საკითხიც დადგინდება და ისიც, რა კავშირი აქვს სტიქიის შედეგებთან ამ მშენებლობებს.„ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობებიც დაზიანდა. პირველ რიგში, დასადგენია იყო თუ არა რაიმე უკანონო მშენებლობა, მეორე - ამ უკანონო მშენებლობის მიმართ თუ იყო რაიმე ტოლერანტობა და მესამე - რა კავშირი აქვს ამას თავად სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თელავში რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორადიყო გაცემული, რამაც პრობლემა გაამწვავა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.სტიქიის ზონაში მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

საქართველო

თელავი

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496749_0:0:1210:908_1920x0_80_0_0_35e3282c31bdf3ac5dee3a19f6d79678.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, თელავი, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, თელავი, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები

ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

პაპუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ასეთი მასშტაბის სტიქია თელავში ბოლოს 55 წლის წინ მოხდა და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც, ფაქტობრივად, დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც თელავში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.

პაპუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო ძირითადი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, პარალელურად კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა. სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს დაზარალებულთა დასახმარებლად, დასძინა მან.

„როგორც მითხრეს 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცოფდამცველები, სწორედ ამ ნაგებობებმა შეასრულა მთავარი როლი, რომ თელავისთვის აეცილებინა მთავარი ნაკადი ღვარცოფისა. ასე რომ, ეს ნაგებობები გაწმენდილი იყო რამდენიმე წლის წინ. ყველაფერი იყო მწყობრში და სწორედ ამიტომაც მოხერხდა ძირითადი მასის შეკავება, თუმცა სტიქია იმხელა იყო, რამდენიმე საათში თელავის თვის ნორმის 85% ნალექი ჩამოვიდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა ქალაქში გარკვეული შენობები უნებართვოდ აშენებული, სპიკერის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ეს საკითხიც დადგინდება და ისიც, რა კავშირი აქვს სტიქიის შედეგებთან ამ მშენებლობებს.

„ვერ გეტყვით, რომელ შენობაზე რა ნებართვა იყო გაცემული, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყველა ამ საკითხს შეისწავლიან, თუმცა ამას უშუალო კავშირი თვითონ სტიქიასთან არ აქვს, თავად ეს შენობებიც დაზიანდა. პირველ რიგში, დასადგენია იყო თუ არა რაიმე უკანონო მშენებლობა, მეორე - ამ უკანონო მშენებლობის მიმართ თუ იყო რაიმე ტოლერანტობა და მესამე - რა კავშირი აქვს ამას თავად სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან. ყველა ეს საკითხი იქნება შესწავლილი და პასუხი გაცემული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თელავში რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორადიყო გაცემული, რამაც პრობლემა გაამწვავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

სტიქიის ზონაში მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1პრემიერი: მშენებლობისას დაშვებულმა დარღვევებმა თელავში სტიქიის შედეგები გაამძაფრა0513-07-2026
2სტიქია კახეთში: თელავის გარდა დაზარალებულია მუნიციპალიტეტის სოფლებიც-2612-07-2026
3გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს 0513-07-2026
4სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს0512-07-2026
5მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება 0515-07-2026
6სტიქიის გამო თელავში 13 ივლისს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება0512-07-2026
7პაპუაშვილი: სტიქიამ ყველაზე კარგად აჩვენა სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც0514-07-2026
8თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა0514-07-2026
9დღეიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება0514-07-2026
10„საკუთარი თავის მხილება“: პაპუაშვილი გვარამიას სკანდალურ განცხადებაზე0515-07-2026

Классификация: В стране. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.