Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

Дата публикации: 13-07-2026 06:28:00

სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260713/telavshi-stiqiis-pirveladi-shefaseba-299610626.html

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

Sputnik საქართველო

სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-13T10:28+0400

2026-07-13T10:28+0400

2026-07-13T10:28+0400

საქართველო

გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოს რეგიონები

ახალი ამბები

შემთხვევები საქართველოში

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0c/299604153_0:48:2048:1200_1920x0_80_0_0_095ec36bcd8fbd286452642728b789f2.jpg

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პირველადი შეფასებით, თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი თელავში გუშინ, დილით ჩავიდა.უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.„მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა.სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.12 ივლისის ღამით თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. შტაბის წევრებმა ორი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0c/299604153_122:0:1942:1365_1920x0_80_0_0_7ca450ca4a06c70b656f998ceeceb372.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში

საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს

სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პირველადი შეფასებით, თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი თელავში გუშინ, დილით ჩავიდა.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ.

„მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა (ე.წ. ხერხეულიძის ღვარცოფდამჭერი) ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია: პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება თელავის ქვედა ნაწილში, ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას.

12 ივლისის ღამით თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა.

წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით შეიქმნა საგანგებო შტაბიც, რომლის შემადგენლობაშიც საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. შტაბის წევრებმა ორი შეხვედრა უკვე გამართეს და სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ. მათი განცხდებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია, მიყენებული ზიანი სრულად შეფასდება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1სტიქიის გამო თელავში 13 ივლისს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება0512-07-2026
2დღეიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება0514-07-2026
3ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე0513-07-2026
4უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი0513-07-2026
5სტიქია კახეთში: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა0512-07-2026
6მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება0513-07-2026
7მერია: ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება 0515-07-2026
8სოხაძე: მობილიზებული ვართ, რათა თელავი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს0512-07-2026
9პრემიერი: მშენებლობისას დაშვებულმა დარღვევებმა თელავში სტიქიის შედეგები გაამძაფრა0513-07-2026
10მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო0513-07-2026

Классификация: Пресс-релизы. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.