Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

პრემიერი: მშენებლობისას დაშვებულმა დარღვევებმა თელავში სტიქიის შედეგები გაამძაფრა

Дата публикации: 13-07-2026 14:47:00

თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20260713/premieri-msheneblobisas-dashvebulma-dargvevebma-telavshi-stiqiis-shedegebi-gaamzapra-299618515.html

პრემიერი: მშენებლობისას დაშვებულმა დარღვევებმა თელავში სტიქიის შედეგები გაამძაფრა

პრემიერი: მშენებლობისას დაშვებულმა დარღვევებმა თელავში სტიქიის შედეგები გაამძაფრა

Sputnik საქართველო

თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. 13.07.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-07-13T18:47+0400

2026-07-13T18:47+0400

2026-07-14T10:06+0400

საქართველო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი

საქართველოს მთავრობა

შემთხვევები საქართველოში

სტიქიური მოვლენები

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0d/299615070_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_f092bf9aab6d6f531cf50bb0941c7019.jpg

ეთბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თელავში რიგ კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა დარღვევებით გაიცა, რამაც სტიქიის შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. 12 ივლისს, გამთენიისას, თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი დაფიქსირდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის. ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში.საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/0d/299615070_95:0:1518:1067_1920x0_80_0_0_cea771ecd3435c22d19862f75630f21a.jpg

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები

საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები

პრემიერი: მშენებლობისას დაშვებულმა დარღვევებმა თელავში სტიქიის შედეგები გაამძაფრა

18:47 13.07.2026 (განახლებულია: 10:06 14.07.2026)

თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

ეთბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თელავში რიგ კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა დარღვევებით გაიცა, რამაც სტიქიის შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

12 ივლისს, გამთენიისას, თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი დაფიქსირდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.

„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“, -განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის.

ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟების გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„არა მარტო იგეგმება, არამედ აქტიურად გრძელდება ეს პროცესი აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად წარიმართება, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამის თაობაზე სტატისტიკასაც მუდმივად ვაზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.

2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.

პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1სტიქია კახეთში: თელავის გარდა დაზარალებულია მუნიციპალიტეტის სოფლებიც-2612-07-2026
2ღვარცოფდამცველმა ნაგებობებმა ქალაქს ძირითადი ნაკადი ააცილეს: პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე0513-07-2026
3დღეიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება0514-07-2026
4სტიქიის გამო თელავში 13 ივლისს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება0512-07-2026
5სტიქია კახეთში: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა0512-07-2026
6გარემოს ეროვნული სააგენტო თელავში სტიქიის პირველად შეფასებას აქვეყნებს 0513-07-2026
7В Талицком районе из-за ливней размыло плотину-3712-07-2026
8На Кипр обрушились сильные ливни0015-09-2019
9Реки Приморского края начали выходить из берегов после ночных ливней0016-08-2019
10Пермь поплыла. Улицы Перми превратились в реки. Некоторые подземные переходы ...-2630-06-2026

Классификация: Происшествия. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 5. Источник: sputnik-georgia.com.